|
ძვირფასო მეგობრებო,
მოგესალმებით საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის სახელით და გისურვებთ წარმატებებს ამ სფეროში.
ცენტრი მადლობას უხდის კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირს რომლის უშუალო მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ამ ცენტრის ჩამოყალიბება საქართველოში.
იმედია ჩვენი მეგობრები ჩვენი რეგიონიდან ან მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან გაითვალისწინებენ ჩვენს გამოცდილებას და შექმნიან მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის ძირითადი მიზანი იქნება ჩარჩო კონვენციის განხორციელების ხელშეწყობა.
ჩვენ მზადა ვართ ნებისმიერ მსურველს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ნებისმიერისაგან მივიღოთ შენიშვნები, რჩევები და წინადადებები. ჩვენ ასევე მზად ვართ ამ სფეროში ვითანამშრომლოთ ერთობლივ პროქტებსა და პროგრამებზე.
ყველა ჩვენს მეგობარსა და კოლეგას ვუსურვებთ დიდ წარმატებებს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
საუკეთესო სურვილებით,
გიორგი ბახტურიძე
ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი
|